წყარო |
სამცხე-ჯავახეთი ისტორიული მესხეთის, იგივე ზემო ქართლის ნაწილია. მესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგადი სახელწოდებაა. ძველი ისტორიული მესხეთი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, კოლა, არტაანი, ერუშეთი) და ჭოროხის აუზს მთლიანად (კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი, ლაზეთი, ნიგალი, ასისფორი, თორთუმი, ბასიანი). გარკვეული პერიოდი აჭარაც და გურიაც შედიოდა მესხეთის შემადგენოლბაში. ისტორიული მესხეთის დიდი ნაწილი დღეს თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია.
სამცხის სახელწოდება სამხრეთ ქართული ტომის, მესხების სახელიდან (მესხი-სამესხე-სამცხე) მომდინარეობს. მისი უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყური. სამცხე XVI საუკუნის მე-2 ნახევარში დაპყრობილ იქნა თურქეთის მიერ. 1828-29 წლებში სამცხის ერთი ნაწილი დაუბრუნდა საქართველოს, ხოლო თურქეთის ფარგლებში დარჩა კუთხეები - ყველისხევი, წურწყაბი, ფოცხოვი და ჯაყისწყალი.
ჯავახეთი პირველად ურარტუს მეფის, არგიშთი I-ის წარწერაში მოიხსენება, როგორც დაპყრობილი მხარე. უძველესი დროიდანვე ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო ოყო. XVI საუკუნეში ჯავახეთი სამხრეთ საქათველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. ამ დროს ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვეყნის შიდა რაიონებში - ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. ადგილზე დარჩენილებმა იძულებით ისლამი მიიღეს.
XIX საუკუნის I ნახევარში ჯავახეთში კომპაქტურად სახლდებოდა თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა და რუსეთის იმპერიის შიდა რაიონებიდან გადმოსახლებული რუსული მოსახლეობა — დუხობორები.
სამცხე-ჯავახეთი დღემდე ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია.
No comments:
Post a Comment