მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეს არის ბლოგი, სადაც მოცემულია სხვადასხვა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის შესახებ. ასევე ბლოგში მოცემულია ვიდეოები, ფოტოები და ა.შ
სამცხე-ჯავახეთის კულტურა
წყარო |
წყარო |
კულტურული მრავალფეროვნების მხრივ სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა. აქ დღემდეა შენარჩუნებული მრავალი სახალხო დღესასწაული (შოთაობა, ვარძიობა, საფარობა, ბერიკაობა, ბერობანა, შუამთობა, ჯივანობა და ა.შ), რომლებიც გამოჩენილი პირების სახელებთან და ადგილობრივ ტრადიციებთან არის დაკავშირებული. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მესხური სამზარეულო, რომელიც განსხვავებული და ინდივიდუალურია. აქ პურის ტრადიციული სახეობების გარდა, როგორიცაა ლავაში და შოთი, აცხობენ სომინს, კაკალას, უხას, ბაზლამას და ჩაწეკილ პურს.
განსხვავებულია აქაური ჩურჩხელაც, მესხები ჩურჩხელის ამოსავლებად თათარის ნაცვლად თუთის ბაქმაზს იყენებენ.
საქართველოს ამ კუთხეში ტყლაპებსა და ჩირეულობას გამორჩეულ ყურადღებას უთმობენ და ფართო ასორტიმენტში თუთის ტყლაპი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
თუთის ტყლაპის გარეშე არ არსებობს არცერთი ქორწილი და დღესასწაული. სამცხე-ჯავახეთში განსაკუთრებით განვითარებული მეცხოველეობაა, ამიტომაც მათი სამზარეულო რძის ნაწარმით და ხორცის კერძებით არის მდიდარი.
მესხური სამზარეულოს მწვერვალი ტენილი ყველია. იგი წარმოადგენს ნაღებში დავარგებულ ჩეჩილ ყველს, რომელსაც ქოთნით ინახავენ.

გეოგრაფია და კლიმატი
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს სამხრეთით მდებარეობს. ჩრდილოეთით მას იმერეთი და ქართლი ესაზღვრება, სამხრეთით – თურქეთი, დასავლეთით – აჭარა-გურია. რეგიონში შედის 6 მუნიციპალიტეტი: ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ბორჯომი და ნინოწმინდა. სამცხე-ჯავახეთში ჭარბობს რელიეფის ვულკანური ფორმები, მათვე მიეკუთვნება ჯავახეთისა და სამსარის ქედებიც, რომელთა მწვერვალები ტიპიური ვულკანური კონუსებია. რელიეფი მაქსიმალურ სიმაღლეს სწორედ სამსარის ქედზე აღწევს -
წყარო |
მთა დიდი აბული 3305 მ. მხარის მთავარი მდინარე მტკვარია, რომელიც თურქეთიდან მოედინება, შენაკადებიდან მნიშვნელოვანია ფოცხოვისწყალი და ფარავნისწყალი. ჯავახეთი ძალიან მდიდარია ტბებით.
წყარო |
რა ვნახოთ
სამცხე-ჯავახეთი უძველესი ისტორიული მხარეა და მას ქართული კულტურის აკვანსაც კი უწოდებენ. აქ ნახავთ უძველესი ცივილიზაციების მიერ აგებულ ციკლოპურ
ციხე-ნამოსახლარებს, არქიტექტურითა თუ ფრესკული ნიმუშებით გამორჩეულ ქრისტიანულ ძეგლებს. შოთა რუსთაველის სამშობლოში მოგზაურობისას და აქაური ციხე-სიმაგრეების დანახვისას თვალწინ გაგიცოცხლდებათ ვეფხისტყაოსნისეული ქაჯეთის ციხე. მესხეთი გარდა უდიდესი კულტურული მემკვიდრეობისა, მდიდარია მრავალფეროვანი ბუნების ძეგლებით. შეგიძლიათ ესტუმროთ ულამაზეს ტბებს, დატკბეთ გრილი ხეობებითა და ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტებით, თვალი შეავლოთ უნიკალურ, მილიონობით წლის წინანდელ განამარხებულ ფლორას. სამცხე-ჯავახეთში ფრინველების, ცხოველებისა და მცენარეების კავკასიისა და საქართველოს ენდემურ სახეობებს მრავლად ვხვდებით, მათ შორის წითელ წიგნში შესულ ჯიშებსაც. ეს მხარე ნამდვილი ოქროს საბადოა ფრინველებზე დაკვირვებისთვის. რეგიონში გვხვდება ობსიდიანის, აქატის, მურა ნახშირის და პერლიტის საბადოები.
აბასთუმნის ობსერვატორიიდან კი ვარსკვლავებს შეგიძლიათ დააკვირდეთ.

No comments:
Post a Comment